აშშ-ის საელჩომ არასაემიგრაციო ვიზების მიღების მსურველთათვის ახალი პროცედურები შეიმუშავა. დიპლომატიური წარმომადგენლობის
ინფორმაციით,
ახალი სისტემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინერგება. ახალი პროცედურა გამარტივებულია, ის ხელმისაწვდომია და ყველა მომსახურების საფასურის გადახდას ერთიანად ითვალისწინებს.
საელჩოს
წარმომადგენელთა
თქმით, 30 აგვისტოდან ნებისმიერი
ინფორმაციის
მიღება, გასაუბრების დღის დანიშვნა და პასპორტის წარდგენა, ზედმეტი გადასახადის გარეშე იქნება შესაძლებელი.
განმცხადებელს
აღარ მოუწევს პასპორტის მისაღებად თანხის გადახდა, მას საშუალება ექნება გასაუბრების დღე ინტერნეტის მეშვეობით www.ustraveldocs.com მისამართზე, ან ქოლ-ცენტრში დარეკვით დანიშნოს.
საელჩოს
ინფორმაციით,
ქოლ-ცენტრი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში – ერთადერთი ოფიციალური უწყებაა, საიდანაც ვიზების მისაღებად განცხადებების მიღება განხორციელდება.
Internet.ge