ახალი ქალაქის - ლაზიკის ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის
მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილზე, ეკალ-ბარდები
უკვე გაკაფულია.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მშენებლობა რამდენიმე კვირაა დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის
ბოლოსთვის იგეგმება.
სამინისტროს ინფორმაციითვე,
ლაზიკაში მხოლოდ იუსტიციის სახლის მსენებლობა არ დაწყებულა. იქ ამავდროულად
ორი კერძო ობიექტი შენდება.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გასული წლის დეკემბერში, ზუგდიდში განცხადა, რომ ანაკლიასა და ყულევს შორის დაფუძნდება ახალი ქალაქი,
სახელწოდებით - ლაზიკა. სააკაშვილის განცხადებით, ლაზიკა დასავლეთ საქართველოს
მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური და ბიზნეს-ცენტრი გახდება, საქართველოსთვის კი, ის
მთავარი ცენტრის ფუნქციას შეიძენს შავი ზღვისპირეთის მასშტაბით.
პრეზიდენტის თქმით, 10 წელიწადში ლაზიკა, თბილისის შემდეგ, სიდიდით
მეორე ქალაქი იქნება, მინიმუმ, ნახევარ მილიონიანი მოსახლეობით.
Internet.ge