ჯანდაცვის მინისტრი 1-ელი სექტემბრისთვის სადაზღვეო კომპანიების მზადყოფნას ამოწმებს
ახალი სადაზღვეო პროგრამების ამოქმედებისთვის სადაზღვეო
კომპანიების მზადყოფნას ჯანდაცვის
მინისტრი აკვირდება.
ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს
კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ იმყოფებოდა. 1-ელი სექტემბრიდან ამ და სხვა
სადაზღვეო კომპანიებმა სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად პაციენტების გაზრდილი
ნაკადის მომსახურება უნდა შეძლონ. დაზღვევის ახალი პროგრამების ამოქმედების
შედეგად მთელ ქვეყანაში დაზღვეულების რიცვხი
მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„თითოეულ პოლისში მითითებული არის ‘’არქიმედეს" ცხელი ხაზი და სწორედ
ეს ცხელი ხაზის ნომერი იქნენა საკვანძო, რათა ყველამ თავისი შესაბამისი კომპანიის
მიხედვით დარეკოს და მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია მომსახურე
ოპერატორებისგან,“-განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.
internet.ge