GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
300 სოფლის კომპიუტერიზაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება
13:33 24.08.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სოფლების კომპიუტერიზაციის პროცესი სექტემბრის ბოლოს დასრულდება. დღეს „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაქრაძე გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც რეგიონებში ინტერნეტის შეყვანის სამუშაოებში მონაწილეობენ. ბაქარაძემ „სილქნეთთან", „კავკასუსსა" და „დელტასთან" ერთად სოფლებში ინტერნეტის შეყვანის გრაფიკი განიხილა.

სამუშაოები შიდა ქართლიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად მოიცავს კახეთს,  სამეგრელოს, იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, რაჭას, გურიას, აჭარას...  პროგრამის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული 300 სოფლის კომპიუტერიზაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ცენტრების 600  თანამშრომელი ვიდეო-გაკვეთილების, შემეცნებითი ფილმების, აუდიო-ლიტერატურის დახმარებით თავიანთ თანასოფლელებს  პროგრამირების საფუძვლებს შეასწავლის, გააცნობს ელექტრონული ვაჭრობის საშუალებებს, მიაწვდის  სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების ნებისმიერ ონლაინ სერვისს, გაუწევს კვალიფიციურ კონსულტაციას სასურველი მომსახურების შესახებ. აქვე იქნება შესაძლებელი ასლის გადაღება, დოკუმენტის ამობეჭდვა და დასკნარება, სკაიპით სარგებლობა.

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" პრეზენტაცია ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 10 მაისს გაიმართა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მის სადამფუძნებლო დეკლარაციას მოაწერა ხელი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. სახალხო პროექტში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების გარდა, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეებიც ჩაერთვნენ. პროგრამის მხარდამჭერები არიან იუსტიციის სამინისტრო, „საქართველოს ბიზნესის ასოციაცია",  კომერციული ორგანიზაციები - „ლიბერთი ბანკი", „მაგთიკომი", „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", „სილქნეტი", „კავკასუსი", „ლუკოილი", „ვისოლი", „რომპეტროლი", „გალფი" და სხვ.

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" მუშაობაში ჩართვა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის დასაქმების საუკეთესო საშუალებაა, მხოლოდ პირველ ეტაპზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 300 სოფლის ოფისებში, კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს საკუთარ თანასოფლელებს უკვე  600 ადგილობრივი მცხოვრები შეასწავლის.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 6 ივნისისთვის1
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს2
საქართველოს დღეს აშშ-ის საგანგებო ელჩი ეწვევა3
ქუთაისის #2 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა4
ფოთის პორტის თანამშრომლების ხელფასები 40%-ით გაიზრდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X