ინტერვენციული ცენტრი ‘’მე-9 არხის" მიერ გავრცელებულ უბედურ შემთხვევაზე ინფორმაციას არ ფლობს
‘’მე-9 არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობიდან
24 წლის მუშა გადმოვარდა, არ ადასტურებენ ქუთაისის მერიასა და საქართველოს რეგიონალური
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. აღნიშნულზე ინფორმაციას არც აკადემიკოს ზ. ცხაკაიას
სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
ეროვნულ ცენტრში ფლობენ.
‘’მე-9 არხის" ინფორმაციით, ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,
მშენებლობიდან 24 წლის მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც ქალა ტვინის დაზიანებით ამჟამად
ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში გადის მკურნალობის კურსს.
internet.ge