უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სია და ინფორმაცია გრანტების შესახებ ხვალ გამოქვეყნდება
ერთიანი
ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ აბიტურიენტთა სია www.naec.ge-ზე ხვალ განთავსდება. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს გამოცდების ცენტრში განუცხადეს.
ასევე ხვალ გამოქვეყნდება ინფორმაცია გრანტების შესახებ.
რაც
შეეხება, მაგისტრატურის შედეგებსა და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი აგვისტოს ბოლოს გამოაქვეყნებს.
internet.ge