კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი თინათინ ხიდაშელი, აუდიტის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ და მისმა მოადგილემ მოწმის სტატუსით დაიბარეს და დაკითხეს.
ხიდაშელის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკითხვისას აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების
შეკითხვა
2 შემოწირულობას
შეეხო, რომელიც თინათინ ხიდაშელმა განახორციელა ‘’რესპუბლიკური პარტიის", "თავისუფალი დემოკრატებისა"
და ‘’კონსერვატიული პარტიის" მიმართ.
„აუდიტის
სამსახური
დაინტერესდა,
თუ საიდან აქვს თინათინ ხიდაშელს ფინანსური შემოსავლები, რომ მან დიდი ოდენობით ფინანსური დახმარების გაწევა შესძლო ‘’რესპუბლიკურ პარტიისთვის".
მეორე
საკითხი, რომლითაც აუდიტის სამსახური დაინტერესდა, შეეხებოდა "თავისუფალი დემოკრატებისთვის" და ‘’კონსერვატიული პარტიისთვის" გაღებულ არამატერიალურ შემოწირულობას.
თინათინ
ხიდაშელის
განცხადებით, ვინაიდან კოალიციაში შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშებს ედო ინკასო, მან გამოისყიდა ვალდებულება და მომსახურების სახით შესწირა აღნიშნულ ორ პოლიტიკურ სუბიექტს, რადგან მათ ჰქონოდათ საშუალება კარდაკარის პროგრამის მონაწილეების და სხვა საჭიროებების შემთხვევაში ფინანსური უზრუნველჰყოფა“,-
აცხადებენ კოალიციის პრესსამსახურის წარმომადგენლები.
მათივე ინფორმაციით, თინათინ ხიდშელის ინტერესებს ადვოკატი შალვა თადუმაძე იცავდა. დაკითვა აუდიტის სამსახურში დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.
internet.ge