აშშ პოლონეთს გადასცემს
საარქივო დოკუმენტებს,
რომლებიც
1940 წელს, კატინთან,
პოლონელი ოფიცრების
დახვრეტას ეხება
– იუწყება პოლონური მედია.
პოლონელი ექსპერტები იმედოვნებენ,
რომ დოკუმენტები
ნათელს მოჰფენს
ვაშინგტონის პოიზიციას
ამ მოვლენებთან
მიმართებაში.
‘’ეს
ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა.
ჩვენ გავიგებთ
ყველაფერს, რაც
ამერიკელებისთვის იყო
ცნობილი ჩვენი
ოფიცრების საბჭოთა
მკვლელობისას"
- განაცხადა პოლონეთის
საგარეო საქმეთა მინისტრმა
ბოგუსლავ ვინიდმა.
ისტორიკოსი ვოიჩეხ მატერსკი
კი დარწმუნებულია, რომ
დოკუმენტებით დადასტურდება
ვერსია, რომლის
თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტმა
ფრანკლინ რუზველტმა
იცოდა, რომ
დახვრეტებთან
გერმანელებს საერთო
არაფერი ჰქონდათ
და ეს
საბჭოთა ხელისუფლების
დანაშაული იყო,
თუმცა ოფიციალურად
სხვა ვერსიას
უჭერდა მხარს,
რადგან არ
სურდა სტალინის
განაწყენება, რომელსაც
ამის შემდეგ,
შეიძლება ანტიჰიტლერული კოალიცია
დაეტოვებინა.
Internet.ge