გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვში სკოლის
ორმა მოსწავლემ მოიკლა თავი. ორივე მაღალი სართულიდან გადმოხტა.
14 წლის გოგონას ცხედარი ნოვოიასნევსკის პროსპექტზე
გამვლელებმა აღმოაჩინეს. ის, სავარაუდოდ, ფანჯრიდან გადახტა. ექსპერტების თქმით,
შემთხვევა ღამის 4:00 საათზე მოხდა, თუმცა მიცვალებული დილით იპოვეს.
მეორე შემთხვევაში კი თავი 13 წლის გოგონამ მოიკლა.
პირველადი მონაცემებით, ის სახანძრო კიბიდან გადახტა - მე-11 ან მე-12 სართულიდან.
ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ, მისმა დედამაც სიცოცხლე თვითმკვლელობით
დაასრულა, რის შემდეგაც გოგონა დეიდასთან ცხოვრობდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სუიციდის მიზეზი.
მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთში საგრძნობლად
იმატა თვითმკვლელობების ფაქტებმა ბავშვებში. უმრავლეს შემთხვევაში სუიციდებს
გაურკვეველი მიზეზები აქვს.
internet.ge