ტოლიატიში, საცირკო წარმოდგენის დროს მტაცებელი ცხოველი ბავშვებს დაესხა თავს.
ჰეპარდი არ დაემორჩილა ბრძანებას, ის აღგზნებული იყო. ცხოველის დამშვიდება შეუძლებელი გახდა, რის შემდეგაც მოულოდნელად დარბაზში გადახტა.
ცხოველი 7 წლის ვიკასა და 10 წლის ირინას დაესხა თავს. თუმცა მისი გაგდება დარბაზში მყოფმა მამაკაცებმა დროულად შეძლეს. ამიტომაც, ჰეპარდმა ვერ მოასწრო ბავშვებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის
მიყენება.
მიუხედავად ამისა, მოზარდები მაინც გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან ვიკას
მუცელი
აქვს
გაკაწრული,
ირინას
კი
ხელის
თითები.
მომხდარის შემდეგ, აღშფოთებულმა მაყურებელმა ბილეთები
უკან
ჩააბარა
და
მათში
გადახდილი
ფულიც
დაიბრუნა.
ამ დროისათვის პოლიცია ჰეპარდის მწრთვნელსა და ადმინისტრატორს კითხავს.
internet.ge