აზერბაიჯანის
კლინიკური მედიცინის ცენტრის პაციენტმა თავი მოიკლა. ის რეანიმაციული განყოფილების
ფანჯრიდან, მეხუთე სართულიდან გადახტა.
1976
წელს დაბადებული აბდურახმანოვ რაფიგ ტოფიგ ოღლუ ციროზით იყო დაავადებული. ამ
მდგომარეობამდე ის ალკოჰოლმა მიიყვანა.
ახალგაზრდა
ქალი კლინიკაში შიდა სისხლდენით მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმე და უიმედო იყო.
თავად პაციენტმაც იცოდა, რომ სიცოცხლის შანსი თითქმის აღარ ჰქონდა და სავარაუდოდ,
სწორედ ამიტომაც თვითმკვლელობა გადაწყვიტა.
თუმცაღა
ის გადმოვარდნისთანავე არ დაღუპულა. სუიციდის მცდელობის შემდეგ მას ქირურგიული
ოპერაციაც კი გაუკეთეს, რის შემდეგაც ერთ საათში გარდაიცვალა.
Internet.ge