რუსეთის მთავარი სანიტარი, გენადი ონიშენკო, უკრაინასთან საზღვრის
ჩაკეტვას აპირებს და ამისთვის ბიბლიასაც იმოწმებს. მისი თქმით, უკრაინაში ქოლერით
დაავადების შემთხვევები უკვე საგანგაშოა, ამიტომ, თუ მის წინააღმდეგ პროფილაქტიკურ
სამუშაოებს არ ჩაატარებენ, რუსეთი უკრაინასთან საზღვარს ჩაკეტავს. წერს topnews.ru.
„ქოლერასთან დაკავშირებით, ჩვენ სერიოზული სამზადისი გაქვს. გარდა
ამისა, მე გასულ კვირას ვიყავი უკრაინაში
და ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ვთქვი, რომ თუ ისეთივე სიტუაცია იქნება, როგორიც
გასულ წელს მარიუპოლში იყო, ჩვენ საზღვარს ჩავკეტავთ“ - განაცხადა ონიშენკომ.
გარდა ამისა, წინასააღდგომოდ, რუსეთის მთავარი სანიტარი ბიბლიის თემასაც შეეხო.
„თუ
თქვენ წაიკითხავთ ძველ აღთქმას, მასში იპოვით ყველა პასუხს, მათ შორის უკრაინაში
ქოლერასთან დაკავშირებით. იქ ჩამოყალიბებული იყო პირადი ჰიგიენის წესები,
კარანტინის წესები. ყველაფერი, რაც წერია, არის სანიტარული წესები - ეს
სხვა არაფერია, თუ არა პროფესიონალურად წაკითხვა ძველი აღთქმისა“ - განაცხადა
ონიშენკომ.
Internet.ge