ბათუმის ნავსადგურში ამერიკული საკრუიზო გემი - "რეგატა" შემოვიდა. ბორტზე 700 ტურისტია. სტუმრებს სააგენტო "აჭარატურმა" ნავსადგურში საზეიმო დახვედრა მოუწყო.
ტურისტები დღის განმავლობაში ბათუმის ღირსშესანიშნაობებს: გონიოს ციხეს, ბოტანიკურ ბაღს, მუზეუმებს, საკულტო ნაგებობებსა და ბულვარს დაათვალიერებენ.
ვახშმად კი კრუიზის ჯგუფები ქართულ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებენ.
საკრუიზო გემმა მოგზაურობა ათენის ნავსადგურიდან დაიწყო და ბოლო გაჩერება სტამბული იქნება. "რეგატა" მიმდინარე ზაფხულს ბათუმის ნავსადგურში უკვე მეორედ შემოვიდა.
ბათუმში მომდევნო საკრუიზო ხომალდ "მინერვას" 17 სექტემბერს ელოდებიან.
internet.ge