საქართველოში იერუსალიმის წმინდა მიწიდან ანჩისხატი ჩამოაბრძანეს.
ანჩისხატის ასლმა ის წმინდა ადგილები მოილოცა, რომელიც თბილისში შემოსვლამდე
ისტორიულად განვლო.
მომლოცველებმა ხატი ქობულეთის ამაღლების ტაძარში დააბრძანეს. ტაძრის
დეკანოზმა, მათემ კი პარაკლისი გადაიხიდა, რის შემდეგაც მრევლმა ხატი ღვთისმშობლის
შობის სახელობის მიძინების ტაძარში გადააბრძანა.
საქართველოს სხვადასხვა ტაძრის მოლოცვის შემდეგ ანჩისხატი დედაქალაქში
28 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩამობრძანდება.
Internet.ge