ნორვეგიელი ტერორისტი შეძლებს კვირაში ერთხელ მნახველები მიიღოს. ციხე ილის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება სპეციალურად ბრეივიკისთვის მიიღო, რათა ხანგრძლივი იზოლაციისას პატიმარს ფსიქოლოგიური გადახრები ან განუვითარდეს.
ვიზიტები ერთსაათიანი იქნება. ბრეივიკთან მისვლა შეეძლებათ მის ნათესავებსა და ჟურნალიტებს. საუბარი ბარიერებს მიღმა შედგება, დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ.
ბრეივიკს ექნება კომპიუტერიც, მართალია, ინტერნეტის გარეშე, მაგრამ ის შეძლებს ბეჭდვას და წიგნზე მუშაობას, რომელსაც ადვოკატების თქმით, ის უკვე წერს. მას წიგნის გამოსაცემად გაგზავნაც შეუძლია, თუმცა მანმადე შინაარსს ციხის თანამშრომლები უნდა გაეცნონ.
შეგახსენებთ, ნორვეგიელ ტერორისტს, რომელმაც 2011 წელს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი მოკლა, სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნორვეგიაში ეს უმაღლესი სასჯელია, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგაც, თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ ბრეივიკი საშიშია საზოგადოებისთვის, მას პატიმრობის ვადას გაუგრძელებენ.
Internet.ge