ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად მიიღო ალ-ქაედას ორი ტერორისტის სარჩელი, რომლებიც სამუდამო პატიმრობას დიდი ბრიტანეთის ციხეში იხდიან.
მათ ბრიტანეთის ხელისუფლებას უჩივლეს, რადგან აცხადებენ, რომ პაკისტანში წამების მსხვერპლნი გახდნენ, ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახური კი პაკისტანის სპეცსამსახურების წამების მეთოდებზე საქმის კურსში იყო.
პატიმრები ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. მათ ბრიტანულ სასამართლოში რამდენჯერმე შეიტანეს საჩივარი, თუმცა უშედეგოდ.
ახლა ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწევს სტრასბურგს ახსნა-განმარტებები მისცეს, იყო თუ არა საქმის კურსში თავისი ორი მოქალაქის წამებასთან დაკავშირებით.
თუ ევროპის სასამართლოს ეს ახსნა-განმარტებები არ დააკმაყოფილებს, ტერორისტთა საქმეზე მასშტაბური მოსმენა ჩატარდება და შესაძლოა, ბრიტანეთს განაჩენის გადახედვაც მოუხდეს.
სალაჰუდდინ ამინი და რანგზიბ ახმედი ბრიტანეთის სავაჭრო ცენტრში ტერაქტის მომზადებასა და ბრიტანეთის ტერიტორიაზე ტერორისტთა კოორდინირებაში არიან ბრალდებულები.
Internet.ge