GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
Summer Job-ში დასაქმებული სტუდენტებისთვის ხელფასები სრულად დღეს გაიცემა
13:35 27.08.2012
დღის სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, Summer Job-ის შედეგები შეაჯამეს. საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე მუშაობის პროცესი 20 აგვისტოს დასრულდა. პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები  23 000-მდე სტუდენტმა გაიარა.

დღეს, Summer Job-ში დასაქმებული სტუდენტებისთვის ხელფასები სრულად გაიცემა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დამსაქმებელ ორგანიზაციასა და სტუდენტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  დამსაქმებელი შრომის ანაზღაურებას ახორციელებს პროგრამის მონაწილის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების შესახებ ანგარიშების საფუძველზე,  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

„პროგრამის თითოეული მონაწილე, როგორც სტუდენტები, ასევე დამსაქმებლები კმაყოფილები არიან და დიდ სურვილს გამოთქვამენ, რომ ის მომავალშიც გაგრძელდეს. თავის მხრივ, დამსაქმებლები აცხადებენ, რომ სამომავლოდ უფრო მეტ სამუშაო ადგილს გამოყოფენ სტუდენტებისათვის, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ დასაქმებულ სტუდენტთა რაოდენობა. ძალიან ვწუხვართ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები არასამუშაო დღეებს კონკრეტულად შაბათ-კვირას დაემთხვა და გვესმის სტუდენტების მღელვარება. შეგახსენებთ, რომ ყველა იმ სტუდენტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დასაქმების პროგრამაში ანაზღაურებას მიიღებენ საქართველოს ბანკის პლასტიკურ ბარათზე, რომელიც ყველა მონაწილეს უფასოდ დაუმზადდა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს რაიმე სახის პრობლემა შეექმნება ბანკთან ან პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220“,- აცხადებენ სამინისტროში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მადლობას უხდის პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტსა და დამსაქმებელ ორგანიზაციას. 

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გლდანში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა1
არჩევნებს 61 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება2
ივანიშვილმა ზუგდიდელებს სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელები წარუდგინა3
Summer Job-ში დასაქმებული სტუდენტებისთვის ხელფასები სრულად დღეს გაიცემა4
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმი მსოფლიო ტურიზმის ცენტრი იქნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X