GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სექტემბრიდან შაშიანში საზოგადოებრივი ცენტრი ამოქმედდება
13:44 27.08.2012
დღის სიახლეები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა დღეს, შაშიანში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

სააგენტოს თავმჯდომარე მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს გაესაუბრა და  მოსახლეობას შეხვდა. გიორგი გაბრიელაშვილმა მათ პირადად მიაწოდა ინფორმაცია საგრანტო კონკურსის თაობაზე, რომელიც უწყებამ სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად გამოაცხადა.

გაბრიელაშვილმა შაშიანელებს კონკურსში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში  ხუთი საპროექტო იდეა დაფინანსდება, რომლებიც სოფლის მეურნების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მისი მთლიანი  ბიუჯეტი 20 000 ლარია,  თითოეული გამარჯვებული პროექტი კი   - 5.000 ლარს მიიღებს. პროექტები  საზოგადოებრივი ცენტრების საშუალებით  განხორციელდება.

საზოგადოებრივი ცენტრების  მიზანი რაიონული ცენტრებიდან მოშორებულ სოფლების თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვაა. სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს  შეეძლებათ უფასო ინტერნეტით და კომპიუტერით სარგებლობა, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების სერვისების გამარტივებულად მიღება, შეხვედრების და ონლაინ-კონფერენციების მოწყობა,  კონსულტაციების გავლა სხვადასხვა საკითხზე.

სექტემბრის ბოლომდე საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურებით სარგებლობა რვა სოფელში იქნება შესაძლებელი, გამარტივებულ სერვისებს გომის, სართიჭალის, შაშიანის,  რუისის, კოდას, მანგლისის, შორაპნის, ხევის მოსახელობა შეძლებს. წლის ბოლომდე კი ანალოგიური ცენტრები გარდაბნის, გურჯაანის, ხაშურის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, ხარაგაულის, თეთრიწყაროს, წალენჯიხის, ქარელის, ხობის და ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიორგი ფოჩხუას დღეს დაკრძალავენ1
რუსეთი ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წრთვნას იწყებს2
სოფელ დიღომში ქუჩებს ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების სახელები მიენიჭათ3
მაკკეინი ჰილარი კლინტონს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს4
სამხედროები არჩევანს დისლოკაციის ადგილის მიხედვით გააკეთებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X