სპეცსამსახურებმა ინტერნეტის მონიტორინგისა და პროპაგანდის სისტემა შექმნეს.
სოციალური ქსელების კონტროლსა და მისით მანიპულირების მეთოდების შექმნაზე 30 მილიონი რუბლი დაიხარჯა. პროექტის მთავარი მზიანია, სოციალური ქსელების საშუალებით, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მეთოდიკა შემუშავდეს.
სპეცსამსახურების გეგმით, ბლოგოსფეროს მონიტორინგს ჯერ სისტემა „დოსტუპ“ მოახდენს. ის გაარკვევს ფაქტორებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში ინფორმაციის პოპულარობას განაპირობებს.
მეორე პროგრამა, კოდური სახელწოდებით „მონიტორ-3“ კი შეიმუშავებს ინტერნეტის მართვის მეთოდებს ანუ ვირტუალურ საზოგადოებაზე ზემოქმედების ხერხებს.
მესამე პროექტი „შტორმ-12“ სპეცსამსახურებს საშუალებას მისცემს მათთვის საჭირო ინფორმაცია შეუშვან ქსელში.
გამოცემა „ფეისნიუსის“ ცნობით, ყოველივე ამით ომპანია „იტერანეტი“ დაკავდება, რომელსაც სახელმწიფო შეკვეთები არაერთხელ შეუსრულებია.
Internet.ge