GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თინა ხიდაშელი პოლიციამ დაკითხა
10:54 28.08.2012
დღის სიახლეები

კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი  საგარეჯოს პოლიციაში დაიკითხა.

„რესპუბიკური პარტიის“ პრესსამსახურის ცნობით, ხიდაშელი 17 აგვისტოს  სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მომხდარი ინცინდენტის შესახებ დაჰკითხეს.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით ის საგარეჯოს პოლიციას  ვიდეომასალას წარუდგენს სადაც ინცინდენტის ამსახველი კადრებია და იმედოვნებს, რომ საქმისწარმოება მომხდარი ფაქტის შესახებ აუცილებლად  დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ხიდაშელი გამგებელს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას ედავება.

თინა ხიდაშელი ირწმუნება, რომ 17 აგვისტოს, როცა ის შეხვედრებს სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან მართავდა,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, ჩხუბი დაიწყეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

„ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ "ინფო 9"-ის თვითმარქვია წარმომადგენლის მიმართ, რომელიც "ინფო 9"-ის ნამდვილ წარმომადგენლად მიიჩნიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინათინ ხიდაშელის საარჩევნო შტაბს აქვს ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანს ჩხუბის ინიციატორები და აქტიური მონაწილეები: სოფელ დუზაგრამის გამგებელი მუხტარ ისმაილოვი, სოფელ ლამბალოს გამგებელი ალახიარ აბდულაევი, სოფელ თულარის დეპუტატი საკრებულოში ვექილ ვექილოვი, სოფელ ქეშალოს გამგებლის თავთუხ კაჭიევის დისშვილი და გამგეობის თანამშრომელი ადრე ნასამართლევი ილგარ გაჯიევი, რომელიც ვიდეოკამერის დამტვრევასაც ცდილობდა.

ამ ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია რეაგირებისთვის გადაეცა უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო დამკვირვებლებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს2
პროკურატურა თვალთმაქცური გარიგებების ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს3
გიგი უგულავა ახლადარჩეულ მაჟორიტარებს შეხვდება4
დიმიტრი შაშკინი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X