ჩიორა თაქთაქიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" 315 000 ლარს შემომწირველებს დაუბრუნებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ფონდში ჩარიცხულ 315 000 ლარს, შემომწირველებს უკან დაუბრუნებს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს მართველი
პარტიის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ შემომწირველთა ზუსტ სიას
საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსებს, რომლებმაც საარჩევნო ფონდში გარკვეული თანხა
ჩარიცხეს.
‘’აუდიტის სამსახურის
მიერ უკანონოდ მიჩნეულ შემოწირულობას უკან ვაბრუნებთ ჩვენი
ფინანსები სრულიად გამჭვირვალე იქნება. ყველა შემომწირველის ვინაობა ხელმისაწვდომი
დღეიდან გახდება. მოგეხსენებათ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთ-ერთმა პირველმა
დაუჭირა მხარი კანონმდებლობას, რომელიც პარტიათა ფინანსურ გამჭვირვალობას გულისხმობს",
- განაცხადა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ,
რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე უკანონო შემომწირველებისთვის
5
ფიზიკური პირი შემოწირული თანხის ხუთმაგი ოდენობით - 1 575 000 ლარით დააჯარიმა.
internet.ge