საქართველოს
პრეზიდენტმა
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკი თავად გამოსცადა.
მიხეილ სააკაშვილი „სესნას“ ტიპის თვითმფრინავს მართავდა, რომელიც ახლადგახსნილ ასაფრენ ზოლზეც თავად დასვა.
მიხეილ
სააკაშვილმა
შეკრებილ საზოგადოებასაც მიმართა და ყურადღება ამ აეროპორტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, მთავარია, რომ ამ აეროპორტით სარგებლობა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
ქუთაისის
ახალი აეროპორტის საფრენ ბილიკზე მსოფლიო კლასის პირველი ბოინგი უკვე დაეშვა. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საერთო სიგრძე 2600 მეტრია და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ქუთაისის განახლებული აეროპორტი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება და შეასრულებს
როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებს.
internet.ge