მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 29 აგვისტოსთვის
00:00 29.08.2012
|
დღის სიახლეები
|
ნუ ჩაერევით სხვათა კამათში, - ოპონენტებმა თავად უნდა დაარეგულირონ მათი პრობლემები. მეგობრების თანადგომა თავდაჯერებულობას შეგმატებთ. კვლავ მოსალოდნელია პრობლემები ფინანსურ და პარტნიორულ სფეროებში.
ხელმძღვანელებს ნუ მიმართავთ თხოვნით. ადრინდელი მოვლენების განმეორება ნიშნავს სულიერი განვითარების შეფერხებას. კარგი დღეა ახალი ნაცნობობისათვის, მოლაპარაკებებისათვის, შეხვედრებისათვის, პრეზენტაციებისათვის.
უძილობის ნიადაგზე ნერვული სისტემა შედარებით დაუსუსტდებათ მერწყულებს, ქალწულებსა და მორიელებს. მოერიდეთ ყავისა და ჩაის მიღებას, განსაკუთრებით საღამოს საათებში.
მინერალებიდან სასიკეთოა: აქვამარინი, საფირონი, ცირკონი, ძოწი, ფირუზი.
ფერებიდან დადებითია: ვარდისფერი, წითელი, ყვითელი, ვერცხლისფერი და ცისფერი.
კონკრეტული სიზმრები უახლოეს დღეებში ახდება. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას.
ჯანმრთელობის თვალსაზრისით შესუსტებულია თვალები, სისხლძარღვები, ფეხის კუნთები.
დღე დადებითია ვერძის, ტყუპებისა და ლომისათვის. უარყოფითია კირჩხიბის, მორიელისა და თხის რქისათვის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|