1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით კიდევ მილიონ ადამიანს
დააზღვევს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი
ჯანდაცვის ომბუდსმენთან ერთად სადაზღვეო ასოციაციას ეწვია და დაზღვეულების უფლების
დასაცავად შექმნილი მედიაციის სამსახურის მუშაობას კიდევ ერთხელ გაეცნო.
მედიაციის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა დაზღვეული მოქალაქეების
განცხადებების განხილვა და ამ განცხადებების ეფექტურად გადაწყვეტაა.
ჭიაბერაშვილის განცახდებით, სადაზღვეო კომპანიებსა და სამედიცინო
დაწესებულებებს შორის სამართლებლივი ურთიერთობების მოწესრიგების შედეგად სადაზღვეო
კოპმანიები დროულად მოახდენენ სამედიცინო დაწესებულებებთან ფინანსურ
ანგარიშსწორებას, რაც დაზღვეულებისთვის ხარისხიან და დრულ მომსახურებას
უზრუნველყოფს.
“ჯანდაცვის ომბუდსმენი სადაზღვეო კომპანიებს წარუდგენს იმ მექანიზმს, თუ როგორ იქნება თითოეული დაზღვეული პაციენტის უფლება დაცული, ძალიან მნიშველოვანია, რომ
ყველა დაზღვეულს სადაზღვეო კომპანია და საავადმყოფო ადეკვატურად მოემსახუროს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
internet.ge