|
23:54 26.09.2012
|
სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტთა დასაშლელად, რომლებიც მკაცრი ეკონომიკისა და საბიუჯეტო შემცირებების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდენენ. |
|
|
23:51 26.09.2012
|
გეომაგნიტური დღეა. მოიმატებს საკამათო სიტუაციების რაოდენობა. დასკვნების გაკეთებისას ნუ აჩქარდებით. |
|
|
23:50 26.09.2012
|
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (24 - 30 სექტემბერი) |
|
|
21:15 26.09.2012
|
გოგა ხაინდრავა ირწმუნება, რომ ე.წ კანონიერ ქურდ რევაზ ლორთქიფანიძესთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს და ის საფრანგეთში დესტაბილიზაციის დაგეგმვის მიზნით არ იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ხაინდრავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. |
|
|
21:03 26.09.2012
|
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს მხარეებს, წინასაარჩევნო პერიოდში გამოიჩინონ განსაკუთრებული თავშეკავება, რათა აღნიშნულმა მოვლენებმა არ გამოიწვიოს სახელმწიფოში არსებული სიტუაციის დაძაბვა. |
|
|
20:16 26.09.2012
|
ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეები პატიმართა წამებაში ბრალდებულების და აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ. აქცია ხვალ 17:00 საათზე გაგრძელდება. |
|
|
19:40 26.09.2012
|
აქციის მონაწილეებმა დღეს ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, სადაც ისინი ციხეებში ძალადობის ფაქტების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. |
|
|
19:27 26.09.2012
|
ფილარმონიასთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები იმ თანამდებობის პირების დასჯას ითხოვენ, რომლებსაც პატიმართა წამებაში მიუძღვით ბრალი. |
|
|
18:30 26.09.2012
|
მასწავლებლის სახლი პედაგოგებს ახალ მომსახურებას, Skype-კონსულტაციას სთავაზობს. კონსულტაციის მიმდინარეობას დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დაესწრნენ. |
|
|
18:20 26.09.2012
|
საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოში, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები შევლენ. |
|
|
18:03 26.09.2012
|
სტუდენტებმა მთავრობის კანცელარიაში საპროტესტო მიმართვა წარადგინეს. როგორც განცხადების კანცელარიაში შეტანამდე აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი მოითხოვენ პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს. |
|