|
20:46 24.09.2012
|
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სოლიდარობის აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა კოსტავას გამზირის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის საშუალება მომიტინგეებს ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ცოცხალი ჯაჭვის გამოყენებით არ მისცეს. |
|
|
20:25 24.09.2012
|
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი პარიზში კონსულტაციებს მართავს. მისი თქმით, ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდეს, იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც ეროვნული ჟანდარმერია აწარმოებს. |
|
|
19:13 24.09.2012
|
ცოტა ხნის წინ, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი მივიდა, როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, პოლიციის მობილიზება წესრიგის დაცვის მიზნით მოხდა. |
|
|
18:39 24.09.2012
|
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, კოლმეურნეობის მოედანზე მხოლოდ პატრულის თანამშრომლები იმყოფებიან. |
|
|
18:10 24.09.2012
|
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 22 სექტემბერს რუსთავის # 6 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა: ლაშა კვანტალიანი და ბესიკ იობიძე, პროტესტის ნიშნად, საკერავი ძაფით ზედა კიდურებით ერთმანეთს მიეკერენ, ხოლო დანარჩენმა ოთხმა მსჯავრდებულმა საკერავი ძაფით თავისი ზედა კიდურები საწოლზე მიიკერეს. |
|
|
18:05 24.09.2012
|
ამ წუთებში სტუდენტები საპროტეტსო აქციას ახლად გახსნილ იუსტიციის სახლთან მართავენ. სტუდენტები სკანდირებენ, „სისტემა უნდა დაინგრეს“ და საპროტესტო აქციას სტვენის ფონზე მართავენ. |
|
|
17:59 24.09.2012
|
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 2012 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. |
|
|
17:05 24.09.2012
|
სტუდენტები საპროტეტსო გამოსვლას თავდაცვის სამინისტროს წინ მართავენ, სადაც მათ საკუთარი მოთხოვნები წამოაყნეს. როგორც აქციაზე აღინიშნა სტუდენტები მოითხოვენ, დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლებმაც პატიმრების შემზარავ წამებაში მიიღეს მონაწილეობა. |
|
|
16:23 24.09.2012
|
სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საგანგებო მონიტორინგი განახორციელა რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც შეხვდა და გაესაუბრა იქ განთავსებულ პატიმართა დიდ ნაწილს. |
|
|
15:42 24.09.2012
|
როგორც უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, სტუდენტები თავდაცვის სამინისტროს შემდეგ იუსტიციის სამინისტრის მიმართულებით გაემართებიან, სადაც მიმდინარე მოვლენებს გააპროტესტებენ. |
|
|
15:38 24.09.2012
|
ამ წუთებში სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთა, სადაც სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. სტუდენტთა ნაწილის პროტესტი „ლაბორატორია 1918“-ის წარმომადგენლების ქმედებებმა გამოიწვია, რომლებმაც სხეული განზრახ დაიზიანეს. |
|