აჭარის
ოქროს ფონდი არქეოლოგიურ მუზეუმში განთავსდება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომაზე 13–კაციანი კომისია დამტკიცდა, რომელიც განძის უსაფრთხო ადგილმონაცვლეობას უზრუნველყოფს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მუზეუმში შექმნილია შესაბამისი პირობები მისი შენახვისა და ექსპონირებისთვის.
საგამოფენო
დარბაზში დამონტაჟდა ინფრაწითელი რეჟიმის სადღეღამისო კამერა, მოძრაობის დეტექტორი, შუშის კარადები, გათბობისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სიტემა. სამუშაოებისთვის
57 ათასი ლარი დაიხარჯა.
Internet.ge