2012
წლის 13 სექტემბერს, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმის
- „ზღვარზე ვარ" პრემიერა გაიმართება (ფილმის
რეჟისორი ნინო შონია).
ფილმში ნაჩვენებია იმ პაციენტების ცხოვრება, რომლებმაც
დაავადებასთან გამკლავება და საზოგადოებაში
ინტეგრირება რეაბილიტაციის სამსახურების დახმარებით შესძლეს.
‘’ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისას
ხდება ქრონიკული ფსიქიკური დაავადების მქონე პირთა სოციალური უნარ-ჩვევების აღდგენა/დასწავლა. რეაბილიტაციის
შემდეგ ადამიანებს, რომლებმაც დაავადების გამო დაკარგეს სამსახური, ბევრად მეტად შესწევთ
უნარი, თავიდან დაიწყონ რაიმე საქმიანობა ან
ძველს დაუბრუნდნენ.
ამ ფილმით გვინდა ხაზი გავუსვათ იმ
გარემოებას, რომ სტაციონარული
მკურნალობის გარდა, საჭიროა
საავადმყოფოს გარე სამედიცინო და სოციალური სერვისების განვითარება (მობილური გუნდი, რომელიც
ბინაზე მოემსახურება პაციენტს, რეაბილიტაციური დღის ცენტრები, დასაქმების სამსახური, დაცული საცხოვრისი).
ასეთი დაბალანსებული მოვლა ბევრად უფრო ჰუმანური და ხარჯთეფექტურია,
რადგან ამცირებს პაციენტების
ინვალიდობას, საბოლოოდ კი ხელს უწყობს მათი ნაწილის შემდგომ დასაქმებას, რაც
იმას ნიშნავს, რომ ფსიქიკური დაავადების მქონე პირები მხოლოდ სახელმწიფო შემწეობის იმედად არ
იქნებიან და საკუთარი შემოსავალიც გაუჩნდებათ.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ფსიქიკური აშლილობის
დიაგნოზით 100 ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული. მათი უმრავლესობა
საჭიროებს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და შემდგომ დასაქმებას," - აცხადებენ
კოალიციაში.
დოკუმენტური ფილმის „ზღვარზე ვარ“ ჩვენება გაიმართება: 13 სექტემბერს, 18:30 სთ. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი CTC-
მის: ოთარ ჩხეიძის ქ. 5 (შესასვლელი ალ. ყაზბეგის ქუჩის N
36-თან, ე.წ „შანხაის“ მიმდებარე ტერიტორია).
დამატებითი
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ნატალია
ჩირიკაშვილი 5 55 729385, ელ.ფოსტა: [email protected];
Internet.ge