„საქართველოს ეროვნული კინოცენტრის“ ორგანიზებით, კანის თბილისური კვირეული დღეს, კინოთეატრ „ამირანში“ 19:00 საათზე გაიხსნება.
კანის თბილისური კვირეულის
განმავლობაში, რომელიც 21 სექტებმრამდე გასტანს,
წარმოდგენილი იქნება 2011-2012 წლებში ნომინირებული საუკეთესო ფილმების კრებული. ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრებით.
„კრიტიკოსთა კვირეულის ფილმების ჩვენების სურვილს მრავალი ქვეყანა გამოთქვამს, მაგრამ წლის მანძილზე მხოლოდ ორ ქვეყანაში იმართება. წელს ჩინეთთან ერთად პროგრამას საქართველო მასპინძლობს“, – აღნიშნულია
ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, კვირეულს დაესწრებიან კრიტიკოსთა კვირეულის სამხატვრო დირექტორი - ჩარლზ ტესონი, კვირეულის პროგრამების მენეჯერი - რემი ბონომი, ფილმ „ავეს“ პროდიუსერი - ჯეფრი გრისონი და ფილმ „ჩემი პატარა პრინცესას“ რეჟისორი - ევა იონესკო.
internet.ge