სვანეთის მუზეუმის რეაბილიტაციის ძირითადი ეტაპი დასრულდა
15:45 17.09.2012
|
დღის სიახლეები
|
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა სვანეთის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის პირველი, ძირითადი ეტაპი. საგამოფენო დარბაზები მოეწყო და აღიჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სადაც გათვალისწინებულია სამუზეუმო ნივთებისთვის ხელსაყრელი სამუზეუმო განათება, სპეციფიკური პირობები და კლიმატური გარემო.
მუზეუმში გაკეთდა მუდმივი ექსპოზიციის 6 დარბაზი და დროებითი საგამოფენო სივრცე. ასევე შეიქმნა და აღიჭურვა ახალი ლაბორატორია, საცავი და სამუშაო ოთახები.
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში ასევე ამოქმედდა საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს ესტუმროს მუზეუმის კაფესა და მაღაზიას. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე დაგეგმილია აუდიტორიის და მედიათეკის მოწყობა.
დროებითი საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერმაკოვის ფოტოარქივში სვანეთის თემატიკაზე დაცულ ფოტოასლების ექსპოზიციას. ფოტოების ნაწილი 1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის დროსაა გადაღებული.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|