19-22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო კონფერენციას
"რას
ნიშნავს მუზეუმი დღეს? წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა"–სა და გამოფენას
"სამუზეუმო
კუნძული ბერლინში - თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა"–ს
მასპინძლობს.
კონფერენციისა და გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები - პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი. გამოფენის მხარდამჭერები არიან: სამუზეუმო კუნძულის სამეურვეო საბჭო და ევროკავშირი.
კონფერენციის მთავარი
თემაა მუზეუმის ახალი როლის განხილვა. დაგეგმილია მსოფლიოს წარმატებული მუზეუმების
მაგალითების პრეზენტაცია. ხოლო გამოფენაზე წარმოდგენილი გრაფიკული მასალა, ფილმი,
ფოტოები, ტექსტები და ნივთები მოგვითხრობს ბერლინის სამუზეუმო კუნძულისა და
თბილისის სამუზეუმო უბნის შესახებ.
Internet.ge