საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წიგნი „მიხეილ კალატოზოვი" გამოიცა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროში წიგნის „მიხეილ კალატოზოვი" პრეზენტაცია
გაიმართა. წიგნი დიდი რეჟისორის ცხოვრებასა და
შემოქმედებას ეძღვნება.
იდეა წიგნის შექმნის თაობაზე რეჟისორის
შთამომავალს, ასევე მ.კალატოზიშვილს ეკუთვნის, რომელმაც თავის სიცოხლეში წიგნის
გამოცემა ვერ მოასწრო. გამოცემაში დეტალურადაა ასახული
მიხეილ კალატოზოვის შემოქმედების გზა, თავმოყრილია ბიოგრაფიული წერილები,
კრიტიკოსთა შეფასებები მ.კალატოზოვის ფილმების შესახებ, კულტურის დიდი მოღვაწეების
კლოდ ლელუშის, ანდრეი კონჩალოვსკის, თენგიზ ამირეჯიბის და სხვათა წერილები, ასევე
დეტალურადაა განხილული თოთოეულ ფილმზე მუშაობის პროცესი.
წიგნი ილუსტრირებულია შემოქმედებითი პროცესის
ამსახველი ფოტომასალებით და რეჟისორის
შემოქმედებასა და ცხოვრებას სრულად წარმოაჩენს.
წიგნი „მიხეილ კალატოზოვი" საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გამოიცა.
Internet.ge