საქართველოს
ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ლადო ბეროზას პერსონალურ გამოფენას BLACKOUT-ს მასპინძლობს.
აღსანიშნავია, რომ აღიარებული საერთაშორისო პროექტების ავტორის გამოფენა სამშობლოში პირველად მოხდება.
მხატვრის
ნამუშევრები
გამორჩეულია
მასალისა და ტექნოლოგიის თვალსაზრისით. ის ერთდროულად ორგანულ, ბიოლოგიურსა და სინთეტიკურ სუბსტანციებს იყენებს. ლადო ბეროზას ინსტალაციები არ არის მხოლოდ კომფლიქტი ფასეულობებსა და დროებას შორის. არც მხოლოდ სინამდვილესა და რეალობას როგორც სინამდვილის ტრანსფორმირებულ ვერსიას შორის. სხვადასხვა წერტილების დაპირისპირების გარდა არის კიდევ ფენებად და ქანებად შექმნილი სისტემაც - ნამუშევრების გარკვეული ნაწილი ხაზგასმულად უცნობ არქაულ კულტებს გვაგონებს, ანდა დროსა და კულტურულ
ქანებში მივიწყებულ ობიექტებს.
შეგახსენბეთ, რომ აღნიშნული ეს აქსპოზიცია
2013 წელს
სტამბულში
გადაინაცვლებს.
Internet.ge