დიჯეების საერთაშორისო ფესტივალის „თბილისი ელექტრო ღამე 2012“-ის
ფარგლებში ელექტრონული მუსიკის სემინარები ქართველი მუსიკოსებისთვის დღეს
დაიწყება. სემინარი თბილისის მერიის
მხარდაჭერით და ფროდაქშენ კომპანია „რეამბიშენს“-ის ორგანიზატორობით გაიმართება.
ცნობილია, რომ სემინარს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მუსიკალური ლეიბლი
DeepClass
Records-ის
ხუთი
წლის იუბილეს ფარგლებში გამართავს.
სემინარზე ევროპის ელექტრონული მუსუკის წამყვანი სტუდიისა და
საპროდუსერო კომპანიის DeepClass Records-ის მოქმედი პროდუსერები და ხელმძღვანელები
ელექტრონული მუსიკალური ინდუსტრიის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე
ისაუბრებენ. პროდუსერები და
ხელმძღვანელები ქართველ მუსიკოსებს ევროპული ბაზრის სტრუქტურასა და მნიშვნელობას
გააცნობენ.
სემინარების შემდეგ, 22 სექტემბერს
ფესტივალი „თბილისი ელექტრო ღამე 2012“ დაიწყება, რომელსაც ქართველი დიჯეები
გახსნიან, ხოლო შემდეგ ერთმანეთს შეენაცვლებიან უცხოელი შემსრულებლები.
internet.ge