ბათუმის საავტორო კინოს მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ცნობილი უნგრელი რეჟისორი ბელა ტარი დღეს, ბათუმს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, ბელა ტარი მასტერ კლასს ჩაატარებს. ასევე იგეგმება რეჟისორის პრესკონფერენცია, რომელიც სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
კინოთეატრ აპოლოში კი, 19:30
საათზე ოსტატთა კოლექციის პროგრამაში ,დაგეგმილია მისი ბოლო ნამუშევრის ტურინის ცხენის (2011წ, უნგრეთი/საფრანგეთი/გერმანია/შვეიცარია/აშშ/) ჩვენება.
დღესვე, ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება "BIAFF ინდუსტრიული შეხვედრები". ორგანიზებული იქნება - „პოლონურ-ქართული“ და „თურქულ-ქართული“ შეხვედრა, რომლის დროსაც დაგეგმილია 5-6 პროდიუსერის/რეჟისორის ვიზიტი პოლონეთიდან და 8 პროდიუსერის/რეჟისორის ვიზიტი თურქეთიდან.
ღონისძიებას დაესწრებიან აჭარის კულტურის, განათლების და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რომელებიც წარმოადგენენ „აჭარის რეგიონალური კინოფონდის“ პრეზენატაციას და საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლები. დაგეგმილია ასევე პოლონეთის კინოს ინსტიტუტის წარმომადგენლის დასწრებაც.
internet.ge