კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წლის ბოლომდე საქართველოში კიდევ
რამდენიმე ათეული ძეგლი აღდგება. ამ ეტაპზე შატილისა და ქვემო სვანეთის ავარიუილი კოშკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ყველაზე რთული სამუშაობი ხორციელდება სოფელ კვავლოში, სადაც ყველაზე მაღალ ადგილას აღმართულ კოშკზე სამუშაობის განხორციელებას ძეგლის მდებაროება და იქ საშენი მასალის მიტანა ართულებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 1012 წლის ბოლომდე პირვანდელ სახეს დაიბრუნებს დარეჯანის სასახლის კარის ფერისცვალების ეკლესია, თხინვალას წმ. გიორგის
ეკლესია, სოფ. ცხეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ხაშმის კაწარეთის სამების ეკლესია და სოფელ ტვიბის მთავარანგელოზის
სახელობის
ეკლესია. რეაბილიტაციის
II ეტაპი დასრულდება ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ეკლესიაში.
ასევე გაგრძელდება ფუძნარის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, მანგლისის ტაძრის მოხატულობის კონსერვაცია, ნიკო ფიროსმანის სახლმუზეუმის რეაბილიტაცია და სამუზეუმო
სივრცის მოწყობა.
internet.ge