მომღერალ გიორგი ფოჩხუას და 6 თებერვალს კონცერტის გამართვას გეგმავს. როგორც ელენე ფოჩხუამ „ინტერნეტ.ჯი“-ს თან საუბრისას აღნიშნა, 6 თებერვალს გიორგის 28 წელი შეუსრულდებოდა, ამიტომ მომღერალი ამ დღეს კონცერტის გამართვას გეგმავს.
„ცხოვრება გრძელდება, მე დღემდე ვერ გამოვსულვარ იმ შოკიდან რაც მივიღეთ, თუმცა გიორგის ჩემი ასე ყოფნა არ გაუხარდებოდა. ამიტომ მის დაბადების დღეზე ვაპირებ მისი პროექტი განვახორციელო.
2008 წელს ჩვენ 12 ქვეყნიდან, სხვადასხვა შემსრულებლის ჩამოყვანს ვგეგმავდით (რომელიც ომის გამო ჩაიშალა), სადაც ამ ქვეყნების იავნანა შესრულდებოდა. მთელი ქონება რომ დამიჯდეს, ამ პროექტს მაინც განვახორციელებ“,- აცხადებს მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ფოჩხუა ანაკლიაში მოკლეს. ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც უცნობმა ახალგაზრდამ მეგობრებისგან მოშორებით გაიყვანა. მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ორი დღის შემდეგ, მსახიობის ცხედარი ანაკლიაში ზღვამ გამორიყა.
ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ბექა ცობეხია კი, სამართალდამცველებს ჩაბარდა. ცობეხია თავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებდა.
სამართალდამცველებმა ცობეხიასთან ერთად კიდევ ერთი პიროვნება, ნიკოლოზ ძაბაღუა აიყვანეს.
internet.ge