GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ხელოვნება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბანკმა “რესპუბლიკამ” სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია
16:10 01.11.2012
დღის სიახლეები
31 ოქტომბერს, ბანკმა “რესპუბლიკამ” თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის, ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტები ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეაში მიიწვია, სადაც მათ ხელოვნების ექსპერტმა, ქეთევან კინწურაშვილმა მასტერკლასი ჩაუტარა. მასტერკლასის თემა იყო ემიგრანტი მხატვრის – ვერა ფაღავას ცხოვრება და შემოქმედება. ქალბატონმა ქეთევანმა სტუდენტებს გალერეის მოკლე ექსკურსი ჩაუტარა, რის შემდეგაც საგამოფენო დარბაზში, ვერა ფაღავას ნახატების გარემოცვაში მისი შემოქმედების უნიკალურობაზე დეტალურად ისაუბრა. მასტერკლასის ბოლოს ქეთევან კინწურაშვილმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

ეროვნულ გალერეაში ვერა ფაღავას ნახატების გამოფენა სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გამოფენა ერთ თვეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ “სინათლის მხატვრად” აღიარებული შემოქმედის ნამუშევრებით ქართველი საზოგადოება კიდევ ცოტა ხნით დატკბება.    

თეიკო კანდელაკი, კორპორაციული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი: ”ბანკ “რესპუბლიკისთვის”, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საბანკო დაწესებულებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლე ახალგაზრდობასთან, სტუდენტებთან და ზოგადად მომავალ თაობასთან ურთიერთობა და მათ ღირებულებათა სისტემის შექმნაში მონაწილეობა. მათთვის მასტერკლასის ჩასატარებლად ხელოვნებათმცოდნე – ქეთევან კინწურაშვილი მოვიწვიეთ. იგი მხატვარს პირადად იცნობდა და ადრეული პერიოდიდანვე ახლოს იყო მის შემოქმედებასთან. ბანკი “რესპუბლიკა” მომავალშიც მოაწყობს ღონისძიებებს სტუდენტებისათვის, რითაც ხელს შეუწყობს მათ ჩამოყალიბებას ჭეშმარიტი ხელოვნების დამფასებლებად.”

შეგახსენებთ, რომ ბანკი "რესპუბლიკა" – 2006 წლიდან ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალის" წევრი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფინანსო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და ამჟამად საცალო და კორპორაციული მომსახურების ბაზარზე წამყვანი პოზიცია უკავია. თავისი 38 ფილიალის საშუალებით ბანკი კლიენტებს პროფესიონალიზმის, ინოვაციისა და გუნდური სულისკვეთების პრინციპების დაცვით ემსახურება. 

ვებ-გვერდის მისამართი: www.republic.ge 

"სოსიეტე ჟენერალი" ევროპის ერთ–ერთი უდიდესი ფინანსური ჯგუფია. იგი 1864 წელს დაფუძნდა  და ამჟამად ფინანსურ მომსახურებას მსოფლიოს 77 ქვეყანაში 33 მილიონზე მეტ კლიენტს უწევს. ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადი ზრდის სტრატეგიის წყალობით "სოსიეტე ჟენერალი" წარმატებით ასრულებს მიზანს – ხარისხითა და თანამშრომელთა ერთგულებით იყოს საბანკო ბაზარზე აღიარებული და გამორჩეული ინსტიტუტი. 
ვებ-გვერდის მისამართი: www.socgen.com 

საკონტაქტო პირი: შოთა მაჭავარიანი

ტელ.: 577 20 20 80 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს1
ბანკმა “რესპუბლიკამ” სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია2
სხვადასხვა ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარეები ქართულ საარჩევნო სისტემას უმაღლეს შეფასებას აძლევენ3
ივანიშვილი: შტეფან ფულეს ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს4
აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაციის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X