საქართველოს
პარლამენტის
ეროვნული ბიბლიოთეკაში დღეს, გამოფენა-საღამო "ქართული ლიტერატურა ქართული პრესის ფურცლებზე” გაიმართება.
გამოფენაზე
წარმოდგენილი
იქნება პოეტებისა და პროზაიკოსებისადმი
მიძღვნილი ერთჯერადად გამოცემული გაზეთები და ”ცისფერყანწელთა”
სახელთან დაკავშირებული პრესა.
საღამოს
ყველა მონაწილესა და სტუმარს მიეცემა საშუალება, თავისი შემოქმედება თუ შთაბეჭდილება დატოვოს ალბომში ”პოეზია -
2012”.
ორგანიზატორების
განცხადებით,
5 მაისი პრესის დღეა, 7 მაისი - ”ცისფერყანწელთა”
ორდენის მიერ დადგენილი პოეზიის დღე და სწორედ ამ ორი თარიღის გაერთიანების და ტრადიციის აღდგენის მცდელობაა დაგეგმილი ღონისძიება.
Internet.ge