12-13 მაისს, თბილისში, შარდენის ქუჩაზე „შოკოლადისა და პოეზიის ორდღიანი ფესტივალი“
მოეწყობა. ფესტივალზე მისულ ადამიანებს, შოკოლადის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის უფასოდ დეგუსტაცია შეეძლებათ.
ასევე, გაიმართება 10 ქართველი
ახალგაზრდა ავტორის წიგნებისა და წიგნაკების პრეზენტაცია. ამავე ფესტივალის ფარგლებში, გამოიცემა წიგნაკები, რომლებშიც შევა საქართველოში მცხოვრები,
ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების ხელნაწერი ლექსები და მოთხრობები; ასეთივე სახით
გამოიცემა წიგნაკები მიუსაფარი ბავშვებისა და პატიმრების ხელნაწერებით.
თბილისის მერიისა და ორგანიზაცია „თბი-ლი-სი“-ს მიერ ორგანიზებულ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 18 კომპანია, მათ შორის, ბარამბო, თოლია, კამპა, ადვოკატთა კლუბი, სახემწიფო ზრუნვის სააგენტო, ნაბეღლავი,
მეიდან პალასი, ტკბილი ქვეყანა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.
ფესტივალი 12 მაისს 16:00 საათზე
, ხოლო 13 მაისს 15: 00 საათზე დაიწყება.
Internet.ge