18-19 მაისს, მარჯანიშვილის თეატრი ლონდონში, შექსპირის ფესტივალზე
„მსოფლიო გლობუსზე“ პიესას „როგორც გენებოთ“ წარადგენს.
ფესტივალში სულ 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და ყოველი მათგანი შექსპირის
პიესებს საკუთარ ენაზე წარადგენს.
მარჯანიშვილის თეატრის წარმომადგენლების განცხადებით, „მსოფლიო
გლობუსი“ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ფესტივალის ფარგლებში ლონდონს 600–ზე მეტი მსახიობი ეწვევა. უკვე
გაყიდულია 2 მილიონზე მეტი ბილეთი.
„მსოფლიო გლობუსზე“ მარჯანიშვილის თეატრის წარდგენის მხარდამჭერი
თბილისის მერიაა.
Internet.ge