პოპ-არტის დამფუძნებლის, ენდი უორჰოლის ნამუშევარი „ორმაგი ელვისი“ ნიუ-იორკის „სოტბის“ აუქციონზე 37 მლნ დოლარად გაიყიდა. ამის
შესახებ „Associated Press“-ი იტყობინება.
უორჰოლის სურათზე როკის ლეგენდა
კოვბოის ფორმაშია გამოწყობილი. აუქციონის ორგანიზატორები პრესლის პორტრეტის სანაცვლოდ
30-დან 50 მილიონ დოლარამდე შემოსავალს ვარაუდობდნენ.
პოპ-არტის მეორე წარმომადგენლის,
როი ლიხტენშტეინის, კლასიკა „მძინარე გოგონა“ ამავე აუქციონზე 44,8 მილიონ დოლარად
გაიყიდა. ეს არის რეკორდული ფასი, რაც კი ლიხტენშტეინის ნამუშევრებისთვის გადაუხდიათ.
„სოტბის“ აუქციონზე ჩინელი მხატვარ-დისიდენტის
აი უეიუეის ქმნილებაც გამოიტანეს. მის ნახატში „მზესუმზირის მარცვლები“ 782 500
დოლარი გადაიხადეს.
ცნობილი ნამუშევრების მყიდველთა
ვინაობა უცნობია.
Internet.ge