დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ”ევროპული წიგნი: საქართველოს” გამოფენა გაიხსნა. გამოფენის
ორგანიზატორები იყვენენ ეროვნული ბიბლიოთეკა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და საქართველოს
ეროვნული არქივი.
გამოფენაზე წარდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური მასალები: ფოტოები, წიგნები, ხელნაწერები და დოკუმენტები.
ორგანიზატორების განცხადებით, მათ
გამოფენას სახელწოდება „ევროპული წიგნი: საქართველო“ გამიზნულად შეურჩიეს. ამით მიუთითეს იმაზე, რომ საქარველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტებიც ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვანი და განუყოფელი ნიმუშებია.
აღნიშნული გამოფენა ევროპის დღეს ეძღვნებოდა.
Internet.ge