თბილისში, 19 მაისს ქუჩის მუსიკის დღე მოეწყობა. ფესტივალის განმავლობაში როგორც პროფესიონალ, ისე არაპროფესიონალ მუსიკოსებსა და ბენდებს საშუალება მიეცემათ, თბილისის ქუჩებში გამოავლინონ თავიანთი მუსიკალური შესაძლებლობები.
„უცნობი მომღერლებისათვის ეს დღე საუკეთესო შანსია, გახდნენ ცნობილები, ხოლო პროფესიონალი მუსიკოსებისათვის შესაძლებლობა, გამოავლინონ თავიანთი ნიჭი. ასევე, ფესტივალი საშუალებას გვაძლევს, წარვუდგინოთ ქართველი საზოგადოება სხვადასხვა სუბკულტურებს და ყველამ უფასოდ მოუსმინოს არაჩვეულებრივ მუსიკას,“ - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები, ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ წარმომადგენლები.
ქუჩის მუსიკის დღის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, მუსიკის სახლი, ლიტვის საელჩო, რადიო ქალაქი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, Georgia today.
ფესტივალი რუსთაველის გამზირზე გაიმართება. დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ.გვერდზე: www.streetmusic.ge
Internet.ge