22 მაისს,
თბილისის მერიის კულტრული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, დედაქალაქს ლატვიის
ფოლკლორისა და ცეკვის ანსამბლი „დრუვა“ ეწვევა. ის ქართველ მაყურებელს საკონცერტო პროგრამას
შესთავაზებს, რომელშიც შევა ლატვიური ხალხური და შემოქმედებითი ცეკვები -
„სალდუს მთის წვერზე“, „აი, როგორ ვცხოვრობთ“, „მხიარულმა ვიცხოვრო“.
„დრუვა“ ,
რომელიც უკვე 60 წელია მოღვაწეობს,
მონაწილეობას იღებს ლატვიის სიმღერისა და ცეკვის ფესტივალში, ასევე,
პოპულარიზაციას უწევს ლატვიური კულტურის ღირებულებებსა და ტრადიციებს საზღვარგარეთის
ქვეყნებში: ბულგარეთი, დანია, იტალია, ესპანეთი, რუსეთი, ნორვეგია, ლიტვა,
ესტონეთი, საბერძნეთი, ბელგია და სხვ.
ანსამბლის ვიზიტი
თბილისში 6 დღეს გაგრძელდება და 28 მაისამდე გასტანს.
Internet.ge