საქართველოს კულტურისა
და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, რეგიონებში მუსიკალური სასწავლებლების შექმნის შესახებ
პრესკონფერენცია გაიმართა.
კულტურის სამინისტროს
facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ „აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს რეგიონებში
მუსიკალური სასწავლებლების პროფესიული დონის ამაღლებასა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას.
ასევე, საზღვარგარეთ წარმატებული ქართველი მუსიკოსების ტურნეს
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.“
მუსიკალურ სასწავლებლებში
მოხდება მოსწავლეებისათვის კონცერტებისა და მასტერკლასების ჩატარება.
პროექტს გახსნის ცნობილი
ქართველი პიანისტი, „იამაჰას“ პირველი ქართველი არტისტი, ედიშერ სავიცკი, რომელიც ტურნეს
კახეთიდან, 16 მაისს დაიწყებს.
Internet.ge