კომპანია
“ჯეოფეშენის” და მისი პარტნიორების ორგანიზებით, 17-20 მაისს, რიგით მეექვსე თბილისის მოდის კვირეული გაიმართება.
17 მაისს, თბილისის მოდის კვირეული დიზაინერ თამუნა ინგოროყვას კოლექციით და ბრენდ
„მავის“ აქსესუარებით შექმნილი ფოტო გამოფენით გაიხსნება, რომელიც სტილისტურად „იმიჯ ლაბორატორიამ“ შეკრა და ფოტოგრაფმა, ირაკლი პირველმა გადაიღო.
ფოტო
გამოფენის
შემდეგ, თბილისის მოდის კვირეულის პირველ საღამოს, სტუმრები მხოლოდ ერთი დიზაინერის, აკა ნანიტაშვილის კოლექციის ჩვენებას დაესწრებიან.
რიგით
მე-6 მოდის კვირეულში 8 პროფესიონალი და 20-მდე დამწყები დიზაინერი იღებს მონაწილეობას. თამუნა ინგოროყვას და აკა ნანიტაშვილის გარდა, ამ სეზონზე შემდეგი დიზაინერების კოლექციების ჩვენება მოეწყობა: ეკა ბალანჩივაძე, ლელა ელოშვილი, ატელიე 10ა, გიორგი შაღაშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, დათუნა სულიკაშვილი და გერმანიაში მოღვაწე ბიბი ბახტაძე, რომელიც პირველად წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე.
მოდის
კვირეულს ამჯერად „ბუდა-ბარ თბილისი“ მასპინძლობს, რომლის მიმდებარე ტერიოტორიაზე კოლექციების ჩვენებები, დიზაინერების შოუ რუმები და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
თბილისის
მოდის კვირეულის გენერალური სპონსორია კომპანია „ეკო ფუდი“,.
კვირეულს
კიდევ ერთი ახალი პარტნიორი ჰყავს და ის კომპანია „ლორეალ პროფესიონალია“, რომელიც
მსოფლიო მოდის კვირეულების „ბექსთეიჯში“ მუშაობს, უზრუნველჰყობს უმაღლესი ხარისხის
თმის ვარცხნილობას და მაკიაჟს.
internet.ge