ხვალ, 18 მაისს, ქართული კინოს პოპულარიზაციის მიზნით, კანის ეროვნულ კინობაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებაზე, უცხოელი სტუმრები ქართულ კინოპროდუქტს იხილავენ.
ამასთანავე, 19 მაისს, განვითარების პროცესში მყოფი ქართული კინოპროექტების პრეზენტაციაც მოეწყობა.
კანის კინოფესტივალში, რომელიც 16 მაისს დაიწყო, საქართველო უკვე მეხუთედ იღებს მონაწილეობას.
წელს პროდიუსერთა პროგრამაში ნომინირებულია ქართველი პროდიუსერი - ვლადიმერ კაჭარავა, კინოპროექტით: „ოცი ნაბიჯი მიწის ქვეშ“. რაც შეეხება მოკლემეტრაჟიან ფილმებს, წარმოდგენილი იქნება: ტატო კოტეტიშვილის საკურსო ნამუშევარი „საზამთრო“, გაბრიელ რაზმაძის „შავი თუთა“ და გიორგი მრევლიშვილის: „არსად და ყველგან“.
ეროვნული კინობაზრობა 25 მაისამდე გასტანს.
Internet.ge