24 მაისს, თბილისში, „ფერების ფესტივალი“ გაიმართება. ღონისძიებაზე ფერადი ფხვნილები უფასოდ დარიგდება, რომლის საშუალებითაც, მისულ სტუმრებს, ერთმანეთის „გაფერადების“ საშუალება მიეცემათ.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: "კუს ტბა", ენერგეტიკული სასმელი "ჰაიპი" და „შეშლილი“.
„ფერების ფესტივალის“ პარალელურად, კუს ტბაზე, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით“, როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი მოეწყობა, სადაც მსმენელს საშუალება მიეცემა დამწყებ მუსიკოსებს მოუსმინოს.
აღნიშნული ტრადიცია სათავეს ინდოეთიდან იღებს. მისი ანალოგი სხვა მრავალ ქვეყანაშიც ტარდება, წელს კი მათ რიცხვში საქართველოს შევა.
„ფერების ფესტივალი“ კუს ტბაზე 18:00 საათზე დაიწყება.