დღეს ბაქოში სიმღერის 57-ე საერთაშორისო კონკურსი - ‘’ევროვიზია" გაიხსნება.
ცერემონიალზე კონკურსის მონაწილე 42 ქვეყანაა მიწვეული, რომელთა წარმომადგენლებიც მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებისა და მედიის წინაშე წითელ ხალიჩაზე გაივლიან.
წლევანდელი კონკურსის სიმბოლოა ალისფერი ყვავილი, ხოლო სლოგანი -
‘’აანთე შენი ცეცხლი". სწორედ შესაფერისი ნახატებითა და წარწერებითაა მორთული ქალაქის ცენტრი, ძველი ქალაქის მოედანზე კი უდიდესი ბუშტია მოთავსებული, რომელიც ბრუნავს და პლანეტა დედამიწას გამოხატავს.
ევროვიზიის ძირითადი ღონისძიებები 22 მაისს დაიწყება. კონკურსის ფინალი კი 26 მაისს ჩატარდება.
საქართველოს წარმომადგენელი, ანრი ჯოხაძე, ‘’ევროვიზიის" მეორე ნახევრაფინალში 24 მაისს, 12-ე ნომრით გამოვა.
internet.ge